24 ოქტომბერი 2026,   04:56
ვრცლად
ნარკოდანაშაულის საქმე - სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მამაკაცი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ფეხსაცმელში ჰქონდა დამალული, 41 წლის თურქეთის მოქალაქე ფერით აქოიუნია. ის ქართველმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ქვეყანაში შემოსავლის მომენტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის მუხლით დაიწყო. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ის ფეხსაცმელიც, სადაც თურქეთის მოქალაქეს ნარკოტიკების სამალავი ჰქონდა გაკეთებული.

ქვეყანაში კოკიანის უკანონო შემოტანის ფაქტზე დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. შესაბამისად უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვასა და ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს ბრალი ორი მუხლით წარედგინა. მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები