23 ოქტომბერი 2026,   20:33
ვრცლად
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონს" ეწვია

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვია.

მაია ბითაძემ ანსამბლის რეაბილიტირებული შენობის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 30 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ანსამბლ „ერისიონის“ მასშტაბური კონცერტი „ქართული საგანძური“ გაიმართება.

მაიამ ბითაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ შერმანდი ჭკუასელს, დირექტორ ვანო ჩხაიძესა და „ერისიონის“ წევრებს წარმატებები უსურვა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

დღის ამბები