საფრანგეთის ხელისუფლება დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. იუსტიციის მინისტრმა პროკურატურას დაავალა, არეულობაში ბრალდებულებისთვის დამატებითი სასჯელის სახით მოითხოვონ სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა, საარჩევნო უფლების ჩამორთმევა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი ქვეყნიდან გააძევონ.
ბოლო დღეებში დემონსტრაციების დროს მომხდარი ძალადობის და ძარცვის ფაქტებზე ქვეყანაში სულ 2 700 პირი დააკავეს.
ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, შაბათს ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები შეიზღუდება, გამონაკლისი მხოლოდ ოფიციალური პროფკავშირების ორგანიზებული მსვლელობები იქნება. დემონსტრაციები სრულად აიკრძალა დიდ ქალაქებში. ღამით მოქმედებს კომენდანტის საათი.
"დამრბევების, მაროდიორებისა და ძალადობრივ აქტებში მონაწილე პირების მიმართ სრულიად შეურიგებელნი ვიქნებით. ეს ეხება ულტრამემარცხენე და რადიკალურ მემარცხენე პოლიტიკურ დაჯგუფებებსაც. სამართალდამცველებმა მაქსიმალური სიმკაცრე უნდა გამოიჩინონ. დამნაშავეთა დასაკავებლად მკაცრად იმოქმედებენ. თითოეულ შემთხვევას შესაბამისი მსვლელობა მიეცემა და კანონდამრღვევებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობას გეგმავს: კანონდარღვევის შემთხვევაში რეაგირება უკომპრომისო იქნება. ჩვენ განსაკუთრებული სიმკაცრით ვიმოქმედებთ", - აცხადებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი.