აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დარბაზმა, შერეული ორთაბრძოლების მორიგ ღონისძიებას უმასპინძლა. "ჯიეფსი 39-ის" მთავარ ბრძოლაში მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის დაპირისპირებაში ლაშა როინიშვილმა შალვა ბიბილაშვილი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
კარიერაში მეშვიდედ გაიმარჯვა ბადრი ფოცხვერაშვილმა, რომელმაც უზბეკ მეტოქეს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. საერთო ჯამში ოქტაგონში ცხრა ჩხუბი შედგა და ქართველებს არც ერთი ბრძოლა არ წაუგიათ.