ძალიან მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები - უკრაინისა და ამერიკის, ისევე როგორც ჩვენს სხვა პარტნიორებს შორის - იყოს მტკიცე, მართლაც მეგობრული და გაუგებრობებისგან თავისუფალი - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, როდესაც ადამიანებს ესმით, თუ რა ხდება სინამდვილეში, პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ უფრო მტკიცე გზა აირჩიონ:
"ამ დღეებში ხშირად კითხულობენ, თუ რატომ საუბრობს უკრაინა მსოფლიოსთან უფრო ღიად და პირდაპირ. პასუხი მარტივია.
ჩვენ გვსურს, რომ სხვებმა - საზოგადოებებმა, ერებმა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაგვიგოს.
როდესაც ადამიანებს ესმით, თუ რა ხდება სინამდვილეში, პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ უფრო მტკიცე გზა აირჩიონ - გზა, რომელსაც მართლაც შეუძლია მშვიდობის მოახლოება.
მშვიდობა კი ისაა, რაც ყველაზე მეტად გვსურს,"- აცხადებს ზელენსკი.