22 ოქტომბერი 2026,   23:42
ვრცლად
ქარელისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს.

ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან.

პროექტის ფარგლებში, მოხისის და საყულიის სკოლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო ოთახები და ადმინისტრაციული სივრცეები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.

 

დღის ამბები