23 ოქტომბერი 2026,   01:07
ვრცლად
"მოწმეები დასადგენია, ჩვენ სახელი და გვარებით არ ვიცით" - ნიკა გვარამიამ მოწმეების დაკითხვაზე დააყენა შუამდგომლობა, თუმცა ვერ დაასახელა, ვისი დაბარებაა სხდომაზე საჭირო

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, ნიკა გვარამია მტკიცებულებების გამოთხოვას და მოწმეების დაბარებას ითხოვდა, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა, რომელი მოწმეების დაბარებაა სასამართლო სხდომაზე საჭირო. აღნიშნა, რომ ეს პირები დასადგენია. თავმჯდომარემ მას მიმართა, ჩამოეთვალა გამოსაკითხი მოწმეები.

"ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა, მტკიცებულებების გამოთხოვის და მოწმეთა გამოძახების შესახებ. აგვისტოს ომის დაწყების გარემოებები...

მოწმეები დასადგენია, ჩვენ სახელი და გვარებით არ ვიცით. ინკვიზიციური სასამართლოა, თქვენ უნდა გაარკვიოთ მოსარჩელესთან ერთად სახელები, გვარები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. ამიტომ გეუბნებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში როგორ ხდება და როგორ ხდება საერთო სასამართლოებში, არის განსხვავებული", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ.

თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას კორექტულობისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვარამიას მიმართა, რომ დარბაზის დატოვება მოუწევს.

დღის ამბები