24 ოქტომბერი 2026,   00:52
ვრცლად
პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე: ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, "ნახიდურის ჰესში" 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სასჯელის სახით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. დამატებით, დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით.

პროკურატურის განცხადებით, რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა.

მიქაუტაძეს, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ, ჩამოერთვა მადრიდში მდებარე ბინა, წეროვანში მდებარე აგარაკი, "ნახიდური ჰესის" 15%-იანი წილი, ავტომობილები, 4 საათი, ოქროს ზოდები და მონეტები.

"რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა ზიანი, უდავო გახადა ყველა მტკიცებულება, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას, თავისუფლების აღკვეთის სახით, განესაზღვრა 3 წელი, ასევე - პირობითი მსჯავრი, დაეკისრა ჯარიმა,  მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე, ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, შპს "ნახიდურის ჰესში" 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები", - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.

დღის ამბები