კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნულ თეატრში თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
რუსთაველის თეატრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თეატრის აღმასრულებელი დირექტორი გია თევზაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.