ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობა 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო. წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით. ფორუმი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა.
პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი აღნიშნავს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან რაც უფრო მეტი ღირსეული ანაზღაურება იქნება ჩვენ ქვეყანაში, მით მეტად გაუმჯობესდება ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურობა.
"ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პლატფორმა, როდესაც ერთმანეთს ვახვედრებთ სამუშაოს მაძიებელს და დამსაქმებელს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მეტი ღირსეული ანაზღაურება, რაც, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურობას", - აცხადებს ანტონ ობოლაშვილი.