29 ოქტომბერი 2020,   21:27
ვრცლად
არაფერზე უკან არ დავიხევ, არაფერს დავთმობ - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პროკურატურის განცხადებას არ ეთანხმება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატის მიერ წარდგენილი სატელიტური ფოტოები ყალბი იყო. მიხეილ რამიშვილი არც მედიკამენტებთან და მარშრუტთან დაკავშირებულ მონაცემებს ენდობა და აცხადებს, რომ დაამტკიცებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ნამდვილ ვერსიას:

"ესე იაროს ადამიანმა და ამდენი აბები ყლაპოს, მარტო გულის რევას გამოიწვევდა, აღარ არის უკვე ტყუილები... იმას არკვევენ ჩემს მიერ წარდგენილი სურათები თურმე ცრუ ყოფილა და იმას არ არკვევენ ავტომობილი, რომ არ იდგა. დაიწყონ, რაც უნდა ის უქნიათ, არკვიონ ახლა რა არის სიცრუე, მაშინ მეც მოვახდენ რეაგირებას, როგორ აყალბებენ მტკიცებულებებს და თავიანთი თავი თვითონ დაიჭირონ, დაიჭირონ ის ადამიანები, ვინც მფარველობს მკვლელებს, ვინც არიან ჩართული თავიდან ბოლომდე თამუნა ბაჩალიაშილის მკვლელობაში და მაგას კიდევ დავამტკიცებ ვინ არის, სად მიდის გზები. არაფერზე უკან არ დავიხევ, არაფერს არ დავთმობ," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები