27 ოქტომბერი 2026,   21:42
ვრცლად
ისედაც ვაპირებდი წესის აგებას, მე ამ სოფლის მოძღვარი ვარ, ყველა ოჯახის ავან-ჩავანი - დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბავშვს წესს აუგებენ, გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღო და განცხადება გაავრცელა.

"ჯერჯერობით, დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული." ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

11 წლის მოზარდს სამშაბათს დაკრძალავენ. გასვენებას დაესწრება საბერძნეთიდან დაბრუნებული მოზარდის დედაც.

"არასრულწლოვანია, შეიძლება გაუთვითცნობიერებლად ჩაიდინა ბავშვმა თვითმკვლელობა. როდესაც ექსპერტიზის პასუხი იქნება, მერე გაირკვევა. მე ამ სოფლის მოძღვარი ვარ, ყველა ოჯახის ავან-ჩავანი და ისეც ვაპირებდი წესისი აგებას,"-უთხრა "კურიერს" დეკანოზმა თეოდორე გამეზარდაშვილმა.

"სამწუხაროდ, იყო ძალიან ნაჩქარევი სპეკულაციები და ნეგატიური გამონათქვამები ეკლესიის მიმართ და ყველას შეუნდოს ღმერთმა, ვინც იჩქარა. მისი დედა არ იყო აქ, ოჯახის მიმართ გარემოებები იყო გასააანალიზებელი, ამიტომ მეყვსეულად ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. რაღაც დრო დაჭირდა ამას, საპატრიარქოში იმსჯელეს რა, შესაბამისი განცხადება გაკეთდა.

საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ დასაშვებად მიგვაჩნია წესის აგება,"-განაცხადა საპატრიარქოს პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. 

დღის ამბები