01 ოქტომბერი 2020,   16:05
ვრცლად
ჩოხატაურში სოფელ სურების მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ადგილობრივები ჰესების კასკადის დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. პროტესტის მიზეზი სოფელში დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობაა. მოსახლეობა მეზობელ სოფელ ბუკისციხეში ჩამოვიდა და გზა გადაკეტა, რათა "სუფსა ენერჯის" წარმომადგენლებს სოფელში შესვლის საშუალება არ მისცემოდათ, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები დღეს ადგილზე საერთოდ არ გამოჩენილან.

სურებელები ამბობენ, რომ სოფელში ჰესების აშენების და მდინარე სუფსის მილში მოქცევის უფლებას არავის მისცემენ. ისინი შიშობენ, რომ ჰესების მუშაობა და მდინარის მილში მოქცევა სოფლის ეკოსისტემას გაანადგურებს.

მოსახლეობის პროტესტს დღეს შეუერთდნენ ნაციონალური მოძრაობის და ლეიბორისტული პარტიის წევრებიც. ლაშა ჩხარტიშვილმა მოსახლეობას მხარდაჭერის და მათთან ერთად ბრძოლის პირობა მისცა.

დღის ამბები