01 ოქტომბერი 2020,   23:26
ვრცლად
მკაცრი კარანტინის მეოთხე დღე სვანეთში - კორონავირუსზე ტესტი 1000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა

ჩაიკეტება თუ არა ლენჯერის შემდეგ მესტია და მისი მიმდებარე სოფლები - სვანეთში მკაცრი კარანტინის მეოთხე დღეა. ზომების გამკაცრება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას მოჰყვა. გამკაცრდება თუ არა კიდევ უფრო სვანეთში ზომები ახალ სტატისტიკაზე იქნება დამოკიდებული.

ადგილზე სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ, მუშაობენ ეპიდემიოლოგებიც.

ამ დროისთვის რეგიონში "კოვიდ-19"-ის სულ 30 შემთხვევა ფიქსირდება. კვლევა ჩაუტარდა 1000-მდე მოქალაქეს. ვიზიტორები ტურისტული ზონიდან საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

"ამ ეტაპისთვის მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორების გაყვანა, რომლებიც საკარანტინო სივრცეში მოთავსდებიან. ტესტები მათ არ აქვთ ჩატარებული, იქიდან გამომდინარე, რომ სიმპტომები არ აქვთ, მაგრამ ეს მკაცრი მოთხოვნაა, რომ უნდა გაიარონ საკარანტინო ზონა.

მომართვიანობა არის დიდი. ტურიზმის ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად მოხდება ამ ვიზიტორების გაყვანა," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

"დაიტესტა 1000-მდე მოქალაქე. ყველას PCR ტესტირება ხდება მთლიანად. მთელი სვანეთი უნდა გაიტესტოს," - აღნიშნა სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ანა ჭიჭაღუამ

დღის ამბები