06 დეკემბერი 2020,   03:18
ვრცლად
აჭარის საკარანტინო სივრცე 138-მა პირმა დატოვა

აჭარის ორი სასტუმროდან, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო სივრცეები მოქმედებს, საკუთარ საცხოვრებელს 138 პირი დაუბრუნდა.

ისინი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. კარანტინში მყოფები უზრუნველყოფილი იყვნენ სამჯერადი კვებით, აუცილებელი ჰიგიენური ნივთებით, აგრეთვე 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობით და 24 საათის განმავლობაში მათ უსაფრთხოებას გარე პერიმეტრზე შსს-ს თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ. ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილებზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.

სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან.

 

დღის ამბები