24 ნოემბერი 2020,   19:38
ვრცლად
მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებისთვის ვიდეოსპექტაკლების ჩვენებას იწყებს

დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა. პანდემიის გამო დახურული სეზონი ახლა ონლაინსივრცეში გადაინაცვლებს. მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებისთვის ვიდეოსპექტაკლების ჩვენებას იწყებს.

ყოველდღე იქნება ონლაინწარმოდგენები მათთვისაც, ვინც სახლშია.

ნიკუშა ფაიქრიძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მას დროებით, მხოლოდ პანდემიის პირობებში, პირადი თეატრი აქვს.

მან საკუთარ სახლში სპექტაკლის რეკვიზიტები მიიტანა და სახელდახელო დეკორაცია ააწყო. დღეს პირველ ონლაინწარმოდგენას ითამაშებს მაყურებლების გარეშე, თუმცა ძალიან დიდი აუდიტორიისთვის.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკვე ხვალიდან ონლაინსპექტაკლებს თეატრის "ფეისბუკ" გვერდზე იწყებს. რეპერტუარი ძირითადად პატარა მაყურებლებისთვის მომზადდა. მათ ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ თვითიზოლაციის დროის საუკეთესოდ გამოყენება.
ყოველდღე, 3-სა და 5 საათზე, შესაძლებლი იქნება, რომ ისინი სახლიდან გაუსვლელად მოკალათდნენ პარტერში და თეატრის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ.

ემილის თავგადასავალი ცელქი ბავშვებისთვის, ხუთკუნჭულა, ზამთრის ზღაპარი, სათაგური, სევილიელი დალაქი და კიდევ რამდენიმე სპექტაკლი თეატრის რეპერტუარიდან. 

მაყურებელსა და მსახიობს შორის ახლა არ იქნება აპლოდისმენტები, თუმცა იქნება ეკრანებს მიღმა მყოფი ბავშვების დაუვიწყარი თავგადასავალი.

დღის ამბები