28 ნოემბერი 2021,   21:09
ვრცლად
"იმედი მაქვს, რომ ქართული ჩაი საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროპაშიც გავა ექსპორტზე" - კარლ ჰარცელი 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩაის პლანტაცია მოინახულა.

კოოპერატივი "ნაგომარი" რომელიც 2015 წლის დეკემბერში შეიქმნა, ENPARD-ის დახმარებით საჭირო დანადგარებისა და ჩაის პლანტაციის შეძენა შეძლო, რამაც კომპანიას წარმადობის რაოდენობის 13 ტონამდე გაზრდის შესაძლებლობა მისცა.

"გურიაში ჩაის ეს პლანტაციები ძალიან შთამბეჭდავია. ეს არის ჩვენი 17 პარტნიორი კოოპერატივისგან ერთ- ერთი. ჩაი საფირმო ნიშანია გურიის. მთელი ენერგია, რომლითაც ეს ყველაფერია გაკეთებული, ძალიან შთამბეჭდავია. იმედი მაქვს, რომ ის არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე, ექსპორტზეც გავა, მათ შორის ევროპის ბაზარზეც," – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  კარლ ჰარცელმა.

"სტუმრად გვყავს ევროკავშირის ელჩი, რომელმაც მოინახულა ის პროექტები, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. დაგეგმილი გვაქვს, რომ შევქმნათ სანერგე მეურნეობა,გამოვიყვანოთ ახალი ჩაის ნერგები და შემდეგ დავურიგოთ მოსახლეობას.ჩვენი მიზანია ის ფართობები, რომელიც არის დღეს აუთვისებელი იქნეს ათვისებული,"- ამბობს გურიის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ზურაბ ნასარაია.

დღის ამბები