მთავარი მიზეზი არის ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ქალის ექსპლუატაციას, თან ასეთი მძიმე ფორმით, არ აქვს არავითარი გამართლება.
"მთავარი მიზეზი არის ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სუროგაციის ნებისმიერი ფორმის აკრძალვის თაობაზე იმიტომ, რომ ქალის ექსპლუატაციას, თან ასეთი მძიმე ფორმით, არ აქვს არავითარი გამართლება. რა თქმა უნდა, ყველა საკითხში არის პლუსები და მინუსები, მაგრამ ქალის ექსპლუატაციას ასეთი მძიმე ფორმით არ აქვს არავითარი საპირწონე და არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი გამართლება", - განაცხადა პრემიერმა.