26 ნოემბერი 2026,   15:24
ვრცლად
ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა. ასე რომ, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს - შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა დეპუტატების ყრილობის რეინკარნაციაა, სადაც ისეთი ადამიანები სხედან, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით ფაშისტურ განცხადებებს აკეთებენ.

"ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს.

ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ვხედავთ ხომ, რასთან გვაქვს საქმე? რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ქართველ ხალზე რომ ფაშისტურ განცხადებებს გააკეთებს, იმასთან დაკავშირებით საერთოდ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს? ვაკვირდებით, მათ შორის, გამომსვლელთა სიას რომ შეხედავთ, ნახავთ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომლებიც ახლა აქეთ გვესარჩლებიან.

ეს არის - შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ევროპარლამენტი დღეს არის საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია არის. თავის შემადგენლობითაც რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე - გორბაჩოვის "პერესტროიკის" თანამებრძოლი ზის, ის, რომ არის საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია მე მგონი ფაქტია. ასე უნდა შევხედოთ, გადავახვიოთ ძველი კადრები ამოვიღოთ საბჭოთა კავშირის ყრილობის და ნახავთ, რომ ერთი-ერთში არის ესთეტიკაც, გვარებიც, სახელებიც, წარმომავლობაც, ყველკა ერთნაირი ხალხია ვინც იქ არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები