20 ნოემბერი 2026,   13:06
ვრცლად
ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკა

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ 6 874 000 000 დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 60%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 57.2%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ექსპორტის ზრდის ამ მაჩვენებელს ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკა.

"საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ, 10 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია, როგორც ექსპორტის, ისე საგარეო ვაჭრობს კუთხით დაფიქსირებული სხვა მაჩვენებლები. ექსპორტი დაახლოებით 57%-ით არის გაზრდილი და 4,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ზოგადად, ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს ის სწორი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია აზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, მეორე მხრივ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის რაოდენობის ზრდას და მათ საერთაშორისო ბაზრებზე გატანას", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

დღის ამბები