20 ნოემბერი 2026,   12:21
ვრცლად
საქართველო მთელი მსოფლიოდან სამძიმრის წერილებს იღებს - საელჩოები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

საქართველო მთელი მსოფლიოდან სამძიმრის წერილებს იღებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო. დიპლომატიური მისია თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, სოლიდარობას გამოხატავს ტრაგედიით დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ და განსაკუთრებულად აფასებს მაშველების დაუღალავ ძალისხმევას.

გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს ბრიტანეთის, შვედეთის, სლოვაკეთის, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოებიც. სამძიმრის წერილი გაავრცელეს საქართველოში თურქეთის, სომხეთის და ირანის დიპლომატიურმა უწყებებმაც.

საელჩოები მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო, თანადგომას უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

 

დღის ამბები