20 ნოემბერი 2026,   12:45
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის წესებში შეტანილ ცვლილებებზე: ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება აჩენს უთანასწორობის განცდას, რაც არასამართლიანი და არაევროპულია

ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს. სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ათწლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი 15 წლამდე გახანგრძლივდება.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს. ახალი წესების მიხედვით, თუ ახალი წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, მას შესაძლოა კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხმის უფლება შეუჩერდეს. პირველი ქვეყანა, რომელზეც ეს ახალი მექანიზმი უნდა გამოიცადოს, მონტენეგროა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს მხრიდან სეგრეგაციული დამოკიდებულებაა უთანასწორობის გრძნობას აჩენს, რაც არასამართლიანი და არაევროპულია.

"ეს მეტყველებს იმ სეგრეგაციაზე, რომელსაც ჩვენს ტყავზეც განვიცდით ახლა. ისინი ამბობენ, რომ მე შემიძლია გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღო, შენ არ უნდა მიიღო იმიტომ, რომ შენ რაღაც სხვა დონე ხარ, დაბალი დონე ხარ; მე შემიძლია, ეს კანონი მივიღო და დავარეგულირო, შენ ამას ნუ გააკეთებ. ეუბნებიან ამ ერებს, რომ მართალია, შენ რა წესებიც დაგიწესე, ევროკავშირში შემოსასვლელად არის საკმარისი, ამას შეასრულებ, ისე არავინ არავის მიიღებს მანდ. მაინც 10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ, იმიტომ, რომ შენ მაინც უნდა დაგაკვირდე... აი, ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულებაა, ასეთი ზემოდან ყურებაა, ვითომ "ელიტის". ეს აჩენს უთანასწორობის გრძნობას და ეს უთანასწორობის გრძნობა არის არასამართლიანი, ეს დამოკიდებულებაა არასამართლიანი და, რაც მთავარია, არაევროპული", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები