პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ლელოზე" საუბრობს და აცხადებს, რომ ის თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილი პოლიტიკური ძალაა.
მისი თქმით, პარტიის დაარსების მთავარი განზრახვა ანაკლიის პორტის პროექტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან მილიარდ-ნახევარი ლარის ამოღება იყო.
"ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს და რაც შეეხება "ლელოს", რას უნდა მოველოდეთ მათგან? ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია, თაღლითური მიზნით. ყველას გაგახსენებთ, ესეც ისტორიაა და ამასაც ვერავის ვერ დაავიწყებენ. ეს პარტია შეიქმნა თაღლითების მიერ და მიზანი ჰქონდა თაღლითური. ვინაიდან ანაკლიის პორტი მათ თავისი თაღლითობისთვის უნდოდათ და არ გამოუვიდათ და სახელმწიფომ შესაბამისად აღარ მისცა საშუალება მისი გაგრძელების. უნდოდათ, საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მილიარდ-ნახევრის ამოღება.
ეს იყო მთელი მიზანი ამ პარტიის შექმნა, რომ შეექმნათ პოლიტიკური შლეიფი მათი სარჩელისთვის, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოებში აწარმოეს, დამარცხდნენ და ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟებში ყველგან დამარცხდნენ და ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი იმისთვის, რომ მილიარდ-ნახევარი ამოეღოთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან. ასე რომ, კიდევ ერთხელ, თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილ პარტიას, თაღლითობასაც რომ ჩადის კიდევ ახლა და სასამართლოში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, ცრუ ჩვენებებს იძლევიან პირდაპირ. ადგა მათი წარმომადგენელი, თქვა, რომ არანაირი სანქციები არ მოგვითხოვიაო... არქივი სავსეა მათი ამ განცხადებით, ბოლო-ბოლო 2024 წელს საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ასე რომ, ეს თაღლითობა მხილებულია დიდი ხანია და ვხედავთ კიდევ ერთხელ, რომ ცრუ ჩვენებებით არიან დაკავებული სასამართლოში,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.