17 ნოემბერი 2026,   17:09
ვრცლად
არჩილ გორდულაძე: ერთია მათი რწმენა და მეორეა ფაქტები, რომ აქცია ძალადობრივია, როდესაც პიროტექნიკასა და "მოლოტოვის კოქტეილს" ისვრი

სინდისის პატიმრებად მოიხსენიებენ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ნამდვილად არ არიან. მაგალითად ნიკა გვარამიას სტრასბურგიდან აქვს გაკეთებული განცხადება, სინდისის პატიმრებად ჰყავს მოხსენიებული 5 ადამიანი, რომელთაგან სამმა აღიარა დანაშაული, ხოლო ორზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ანალოგიურად იქცევა პარტია "ლელოც".

„როდესაც იტყვიან კონკრეტულ ადამიანებზე, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, არ უნდა შეედავო, რადგან ასე სწამთ. ერთ-ერთი აქტივისტი "გამჭვირვალობის" კანონზე ამბობდა, რომ ტანით ვგრძნობ, რომ რუსულიაო. გუშინ ამბობდნენ, რომ მათ სწამთ, რომ მათი დაორგანიზებული აქციები ძალადობრივი არ იყო. ერთი არის მართი რწმენა და ტანით გრძნობა და მეორეა ფაქტები, რომ დიახ ძალადობრივია აქცია, როდესაც პიროტექნიკას და „მოლოტოვის კოქტეილს" ესვრი, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის რომანტიზებას რომ შეეცდები 2023 წელს, მერე 2024 წელს საბოლოო ჯამში 2025 წელსაც ერთის ნაცვლად მიიღებ 2-3 მოლოტოვის მსროლელს და ამაში ბრალდებულ პირს. მათი ნათქვამები არათუ სამართალს და კონსტიტუციას სცდება, უბრალოდ ლოგიკაშიც არ ჯდება.
გუშინ ლელოს სამმა წარმომადგენელმა ამ ლოგიკის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. ერთსა და იმავე საკითხზე სანქციებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს.
აქ მათ ისიც უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ პარტიებს წარმოადგენენ და პოლიტიკურ ტრიბუნას კი არ იყენებენ და საკუთარ პოლიტიკურ აქტივობებით კი არ არიან დაკავებულები, კონკრეტულ პარტიას წარმოადგენენ და პარტიის პოზიცია უნდა დააფიქსირონ, და პოზიცია არის თურმე რომ 2024 წლის ნოემბერში და დეკემბერში 2025 წლის 4 ოქტომბერს ძალადობრივი აქციები არ ყოფილა, ამის მამტკიცებელი პოლიტიკური პარტია როგორ შეიძლება წარმოდგებოდეს საზოგადოების წინაშე და საზოგადოებას მხარდაჭერას ითხოვდეს - ლოგიკის მიღმაა" - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები