17 ნოემბერი 2026,   16:43
ვრცლად
მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრის გზები გამოინახა, იუსტიციის სამინისტრომ შექმნა საკოორდინაციო ჯგუფი, დავსახეთ კონკრეტული გეგმა - თამარ ზოდელევა იაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით

პრემიერის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება იწყება.

იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა არსებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია, ტერიტორიის თავისებურებები და განსაზღვრა პრობლემის მოგვარების გზები.

იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით სირთულეები წლების განმავლობაში ჰქონდათ, სარეგისტრაციო პროცესი იწყება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ზოდელავას განცხადებით, რუსთავის მოსახლეობას უკვე სთავაზობენ კონკრეტულ გეგმას, რის შედეგადაც მიწის მფლობელობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრება.

"მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრის გზები გამოინახა, ამისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შექმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იყო, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველდღიური სამუშაო პროცესში ჩვენ დავსახეთ კონკრეტული გეგმა.

გეგმას უკვე ვთავაზობთ რუსთავის მოსახლეობას, იმ მოსახლეობას, რომლებსაც მრავალი წლის მანძილზე აწუხებდა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემა და დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი მათგანი უახლოესს მომავალში გახდება მესაკუთრე." - თამარ ზოდელავა.

დღის ამბები