უკრაინამ ყირიმის ხიდზე იერიში განახორციელა. ინფორმაცია ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა გაავრცელა.
უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმა დილის 06:00 საათზე განხორციელდა, რის შედეგად ხიდზე მოძრაობა შეიზღუდა.
პარალელურად, უკრაინამ დრონებით რუსეთის რამდენიმე რეგიონი დაბომბა - აფეთქებები და ხანძარია როსტოვის ოლქში და კრასნოდარის მხარეში.
ქალაქ აზოვში უპილოტო აპარატების დარტყმის შედეგად ოთხ საწარმოო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.