05 ნოემბერი 2026,   18:35
ვრცლად
ევროპაში, რამდენიმე თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებები მიიღეს - ისინი სხვადასხვა აეროპორტებში გადაამისამართეს

ევროპაში, რამდენიმე თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებების გამო მათი ფრენების მარშრუტები შეიცვალა. ინფორმაციას abc7-ი ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, ინციდენტებს წინ უძღოდა ამავე კვირის დასაწყისში გავრცელებული ცრუ შეტყობინებები ბომბის არსებობის შესახებ. შეტყობინებების გამო თვითმფრინავების შემოწმება, ფრენების გადამისამართება და ერთ შემთხვევაში სამხედრო თვითმფრინავების ესკორტიც კი გახდა საჭირო.

დადასტურებულია, რომ ბომბის არსებობის შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინებების სამიზნე 10-ზე მეტი რეისი გახდა ისეთი ქალაქებიდან, როგორებიცაა კოპენჰაგენი, დუბლინი, ჰელსინკი, მადრიდი, მილანი და ვარშავა. თვითმფრინავების უმეტესობა ავარიული დაშვების მიზნით სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს, ნაწილი კი დანიშნულების აეროპორტებში უსაფრთხოდ დაეშვა.

ამ დროისთვის ჩატარებული შემოწმებების შედეგად, საშიში ან საეჭვო ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ.

მედიის ცნობით, მსგავსი მუქარები ახალი არ არის, თუმცა ბოლო ინციდენტები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა გაიზარდა და სხვა სახის შეფერხებებიც გახშირდა. მათ შორისაა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე თავდასხმები, ევროპაში დრონების უკანონო შეჭრის შემთხვევები და მობილურ ტელეფონებში განგაშის სისტემების უმიზეზო გააქტიურება.

სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები აცხადებენ, რომ ჰიბრიდული საფრთხეები სულ უფრო ხშირი ხდება.

დღის ამბები