03 ნოემბერი 2026,   16:05
ვრცლად
აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება - ამერიკელები კონგრესის ორივე პალატის წევრებსა და 36 შტატის გუბერნატორებს აირჩევენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს შუალედური არჩევნები იმართება. კენჭისყრის შედეგად აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებს. გარდა ამისა, 36 შტატში აირჩევენ გუბერნატორებს. 

ამჟამად კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. კონგრესი ამტკიცებს კანონებსა და ფედერალურ ბიუჯეტს, ასევე აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. შესაბამისად, მედია წერს, რომ თუ დემოკრატები ერთ ან ორივე პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, დონალდ ტრამპს საკუთარი პოლიტიკის გატარება გაურთულდება. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთიანი ცენტრალური საარჩევნო სისტემა არ მოქმედებს - კენჭისყრისა და ხმების დათვლის წესებს თითოეული შტატი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

ამომრჩევლებს ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე, წინასწარი კენჭისყრით ან ფოსტით შეუძლიათ.

დღის ამბები