03 ნოემბერი 2026,   15:48
ვრცლად
"მნიშვნელოვანია გაირკვეს, რასთან იყო საქმე, რა თქმა უნდა, მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაში არის ჩართული" - შალვა პაპუაშვილი უკრაინელი ჯარისკაცების წამების კადრებზე

"ძალიან მძიმეა ამის ნახვა. იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება შესაბამისი" - ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომლის მიხედვით, უკრაინაში, კიევთან ახლოს უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ის კადრები, რაც საზოგადოებამ იხილა, შემაძრწუნებელია.

"რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელია, რაც ვიხილეთ კადრები და ასეთი რაღაცის მოლოდინი ადამიანს არ აქვს, როდესაც ფიქრობ ქვეყანაზე, რომელიც თავს იცავს ამ აგრესიისგან. ამიტომ, ძალიან მძიმეა ამის ნახვა. იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება შესაბამისი. არ ვიცი, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მაშინ, როდესაც არის საომარი მდგომარეობა, სამხედრო წესრიგია დღეს დამყარებული უკრაინაში, ასე ფარულად და ხელისუფლებისთვის უხილავად ხდებოდეს ადამიანების ასეთი წამება და ის გარემო, რაც იქ იყო შექმნილი. ნახეთ თქვენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც იყო იქ მისული.
ვნახოთ, მნიშვნელოვანი არის, რომ გაირკვეს, რასთან იყო საქმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაში არის ჩართული." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში ასობით ადამიანი შეიკრიბა და ერთ-ერთ სახლში უკრაინელ სამხედროების წამება გააპროტესტა.

მოქალაქეების ინფორმაციით, სახლში 40-ზე მეტი პირი ჰყავდათ გამოკეტილი, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.

დღის ამბები