04 ნოემბერი 2026,   08:29
ვრცლად
არავის უთქვამს, რომ "მოლოტოვის კოქტეილს" ვინც ისვრის, გმირია საქართველოშიო - ირაკლი ფავლენიშვილი

თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასობრივი არეულობები.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში არავის უთქვამს, რომ "მოლოტოვის კოქტეილს" ვინც ისვრის ის გმირია.

"არავის უთქვამს, რომ "მოლოტოვის კოქტეილს" ვინც ისვრის, ის გმირია საქართველოშიო. ამაზე იყო საუბარი, ლაზარე გრიგორიადისი არ ეთანხმებოდა ამას და საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ მას არც უსვრია. "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელზე და "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე, ზოგადად ასეთი რამ, რომ რაღაც გმირობა, "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს უთქვამს. სოციალურ ქსელში რა დაიწერა, ვერ ვარ პასუხისმგებელი და ვერ გეტყვით, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე არასოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს არის გმირობა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას - ევროკავშირის დაფინანსებით, აწარმოებდნენ კამპანიას "მე ვისროლე" და ითხოვდნენ მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას, რომელიც საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი ყველაზე ნათლად ახლა გამოჩნდა, როდესაც ევროპაში პროტესტმა იფეთქა, პარიზში მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებულებს კი შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

დღის ამბები