ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, დღეს, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომლებმაც ჯერ ხანძრის ლოკალიზება, მალევე კი, ლიკვიდაცია შეძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შერეული ტიპის მაღაზიიდან გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.