27 ოქტომბერი 2026,   03:21
ვრცლად
ვხედავთ, რომ საზოგადოებასაც მობეზრდა გარედან მართული, აგენტურის წარმომადგენელი, ე.წ. პარტიების პარპაში - არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციაზე

თითქმის 2-კვირიანი ანონსისა და ორგანიზების მიუხედავად, ოპოზიციის აქცია მაინც მცირერიცხოვანი იყო, რასაც ოპოზიციის ლიდერები თავადაც ვერ უარყოფენ. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, რაც აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, აღნიშნავს, აქციაზე ჟურნალისტი და ოპერატორი მეტი იყო, ვიდრე აქციაში მონაწილე პირების რაოდენობა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველივე დღეს ცდილობდნენ, აქცია დაეორგანიზებინათ და დაახლოებით 30 ადამიანი შეკრიბეს. ჟურნალისტი და ოპერატორი, დიდი პატივისცემა თქვენ, უფრო მეტი იყო, ვიდრე თვითონ აქციაში მონაწილე პირების რაოდენობა, შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში კარგად აორგანიზეს თავისივე მხარდამჭერები, ხუთივე პარტიამ ერთად. ვნახეთ კვირას საღამოს ისევ რამდენიმე ასეული ადამიანი მარშს მართავდა, როგორიც იყო დაახლოებით სხვა კვირებშიც. ვხედავთ, რომ საზოგადოებასაც კი მობეზრდა, ასეთი გარედან მართული, აგენტურის წარმომადგენელი, ე.წ. პარტიების პარპაში", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

პარტიების აკრძალვის სარჩელზე საპროტესტო მსვლელობა თბილისში გუშინ გაიმართა.

 

დღის ამბები