26 ოქტომბერი 2026,   18:31
ვრცლად
გორში, ერისთავის სახელობის თეატრში "აჩრდილების" პრემიერა შედგა

გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში სანდრო ელოშვილის სპექტაკლის, "აჩრდილების" პრემიერა შედგა.

ის ცნობილი იტალიელი დრამატურგის, ედუარდო დე ფილიპოს 1945 წელს დაწერილი პიესის მიხედვით შეიქმნა. დადგმა კომედიურია, თუმცა ამავდროულად ღრმა სოციალური და ფსიქოლოგიური ქვეტექსტები აქვს.

რეჟისორის განმარტებით, ყველაზე საშიში აჩრდილები ადამიანისთვის ის ტყუილებია, რომლებსაც საკუთარი თავის დასამშვიდებლად იგონებს.

 

დღის ამბები