26 ოქტომბერი 2026,   17:20
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. ხაზი გაესვა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რაც მყარ საფუძველს ქმნის ორივე ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადების სამომავლო ზრდისთვის.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს და ასევე საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი რეგიონული პროექტები", - აღნიშნულია საქართველოს მათავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები