გორის მუნიციპალიტეტში, "ქართლის სტადიონზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ღობის მოწყობა, მაყურებელთა ტრიბუნების რეაბილიტაცია, სკამების და განათების სისტემის მონტაჟი. სტადიონის მიმდებარედ უკვე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გასახდელებიც, რაც განახლებულ სტადიონთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სპორტსმენების სავარჯიშო პირობებს.
სამუშაოებს ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.