17 ოქტომბერი 2026,   10:07
ვრცლად
პრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა.

"მოხარული ვარ იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრით.

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები