15 ოქტომბერი 2026,   15:01
ვრცლად
არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას, მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ვერც ტრამპი და ვერც მასკი ვერ აირჩევს, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია.

"არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ამის გაკეთება", - განაცხადა მან.

ამასთან, ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა გამორიცხა არჩევნების ჩატარება საომარი მოქმედებების დასრულებამდე.

"რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა", - უპასუხა მან კითხვას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესაძლებლობის შესახებ.

ზელენსკი აცხადებს, რომ "ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის უკრაინის მიწას რუსულად არასდროს აღიარებს".

"თუ მე ხელისუფლებიდან ჩამომაცილებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი იქნება თუ ქალი დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია", - დასძინა ზელენსკიმ.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა გამარჯვებას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ზელენსკიმ უპასუხა: "ჩვენ არანაირ ვითარებაში არ დავკარგავთ დამოუკიდებლობას".

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დარტყმის განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას კვლავ დაესხმება თავს.

"თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს წერილობით იქნება დაფიქსირებული, სწორედ ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია", - განმარტა პრეზიდენტმა.

დღის ამბები