გორში თეატრალური ფესტივალი "როტონდა" დაიხურა. ფესტივალი ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში საქართველოს 9 თეატრალურმა დასმა მიიღო მონაწილეობა.
დასკვნით საღამოს ნაჩვენები იყო სპექტაკლი "ძუნწი", რის შემდეგაც საზეიმო ვითარებაში ვარსკვლავი გაუხსნეს ერისთავის თეატრის მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს - ფატი ფულარიანს. პროექტის მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.