12 ოქტომბერი 2026,   18:04
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტზე შემაჯამებელი სხდომა გამართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტზე შემაჯამებელი სხდომა გამართა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილია 2.5 მილიარდი ლარით და გაზრდილი ბიუჯეტის 80%-ი სოციალურად არის ორიენტირებული.

"დაველოდებით იმ წინადადებებს, რეკომენდაციებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამავდროულად გავაანალიზებთ იმ რესურსს, თუ რა შეიძლება იყოს, ოქტომბრის მონაცემებით რა რესურსი შეიძლება გვქონდეს 2027 წლის არსებულ რესურსთან მიმართებაში ზრდა. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებლობა იქნება, რომ გაიზარდოს. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ის წინადადება და ყველა ის მიმართულება, რომელიც დაყენებული იქნა კომიტეტების მიერ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, თუმცა მათთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას იმაზე, რომ პრიორიტეტულად მაქსიმალურად დაფინანსდეს ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად პრიორიტეტულია 2027 წლისთვის", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები