12 ოქტომბერი 2026,   20:12
ვრცლად
დღეს "ბოლნისობა 2026" აღინიშნება

ძველ გერმანულ უბანში "ბოლნისქალაქობა 2026" აღინიშნება. სახალხო დღესასწაულზე მისულ სტუმრებს გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, სპორტული თამაშები, ანიმატორები, ქუჩის კარნავალი და ატრაქციონები ელოდებათ.

მიმდინარეობს რეწვის ოსტატთა ნამუშევრების, ადგილობრივი პროდუქციისა და ბოლნური ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.

დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ყურძნის საზეიმო დაწურვა იქნება, 19:00 საათზე კი ბოლნისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ. ბოლნისქალაქობა გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდება.

ბოლნისის მერის, ზამურ ჭითანავას განცხადებით, "ბოლნისობა 2026" მრავალფეროვანი აქტივობებით და სხვადასხვა დაჯილდოებით იქნება დატვირთულ. 

"ბოლნისი, როგორც არის თავისი მრავალფეროვნებით გამორჩეული, დღეს ისეთივე ბევრი ღირსშესანიშნავი აქტივობა გვექნება, როგორც მეწარმეებისგან, ისე ბოლნისელი მეღვინეებისგან კუთხეები, დავაჯილდოებთ ბოლნისში ღვაწლმოსილ ადამიანებს. მინდა, ყველა ბოლნისელს მივულოცო დღევანდელი დღე", - აცხადებს ზამურ ჭითანავა

დღის ამბები