11 ოქტომბერი 2026,   03:01
ვრცლად
პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ადგილას, არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალების და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან

დიდხნიანი დუმილის შემდეგ ევროკავშირის ელჩი მედიასთან გამოჩნდა. პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს - რატომ არ სცემს ამ დრომდე პასუხს მედიებიდან წარმომადგენლობაში გაგზავნილ არაერთ წერილს, გმობს თუ არა ძალადობას და იზიარებს თუ არა, რადიკალიზმის წახალისების შესაძლო შედეგებს.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, ეწინააღმდეგება თუ არა პაველ ჰერჩინსკი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს. რამდენად მისაღებია ძალადობა, რის შედეგადაც 15 წლის მოზარდმა მტევანი დაკარგა. 16 წლის ახალგაზრდა თვალის გარეშე დარჩა. 14 წლის მოსწავლეს კი ყბა მოტეხეს. ამ საკითხზე კითხვები მმართველი გუნდის მხრიდანაც დაისვა.

როგორც ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკავშირს მხარი ძალადობისთვის არასოდეს დაუჭერია:

"ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ადგილას. ჩვენ ვიცავთ ადამიანის ღირსებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. სწორედ ამ ღირებულებების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, ეს საბაზისო უფლებები დაცული იქნება ყველგან. არასდროს არ ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალების და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან და მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა მთავრობასთან ვინც იცავს დემოკრატიულ პრინციპებს,"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

დღის ამბები