10 ოქტომბერი 2026,   00:30
ვრცლად
რუბიო: ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ბოლოს მოვუღებთ ჩვენ მას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)  დაშლით ემუქრება, თუკი ისინი მუქარას არ შეწყვეტენ. 

რუბიომ ვაშინგტონის მოკავშირეებსაც მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ ICC-ის ქმედებებზე:

"ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ მოვუღებთ ბოლოს ამ სასამართლოს.

მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთაგან ბევრი ამ სასამართლოს წევრია და თავდაცვისთვის ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული - სათანადო ზომებს მიიღებენ ამ უკონტროლო სასამართლოს შესაკავებლად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს კამპანიას ამ სასამართლოს ეტაპობრივი დაშლის მიზნით, სანამ ამერიკელებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ,"- აცხადებს მარკო რუბიო. 

დღის ამბები