10 ოქტომბერი 2026,   00:30
ვრცლად
ბრიუსელში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ბრიუსელის ქუჩებში ასობით ახალგაზრდა პოლიციას დაუპირისპირდა. შეტაკება მშრომელთა მარშის დროს მოხდა, რასაც ქაოსი მოყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - წერს Euronews-ი.

პოლიციის ინფორმაციით, მთავრობის მიერ გატარებული მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ გამართულ ეროვნულ გაფიცვაში დაახლოებით 30 000 ადამიანი მონაწილეობდა.

გამოცემის ცნობით, შავ ტანსაცმელში და ნიღბებში გამოწყობილმა დემონსტრანტმა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო, ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე პოლიციელებს ქვები და პეტარდები ესროლა. ამის შემდეგ მათ რამდენიმე ადგილას ცეცხლი გააჩინეს, მათ შორის, ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის ველოსიპედებს და ელექტროსკუტერებს.

შეტაკებები ქალაქ ლიეჟში მთელი კვირის განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ მოხდა. იქ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა მას შემდეგ, რაც სტუდენტები პოლიციას დაუპირისპირდნენ და მაღაზიები დაარბიეს. ლიეჟში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია პოლიციის ათეულობით თანამშრომელი.

 

დღის ამბები