09 ოქტომბერი 2026,   21:28
ვრცლად
თურქეთში, ხოფაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა

ართვინის პროვინციის ხოფას რაიონში, სატვირთო მანქანების სადგომზე ფერდიდან ჩამოწყვეტილი კლდის მასები ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 45 წლის მძღოლი დაიღუპა.

ინციდენტი შავი ზღვის სანაპირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ფერდიდან მოწყვეტილი კლდის ნამსხვრევები ავტომობილებს დაეცა. მეწყერის გამო ერთ-ერთი სატვირთო მანქანა გადაბრუნა, რამდენიმე კი ლოდების ქვეშ მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახანძრო, პოლიციის და სამედიცინო ბრიგადები. 

მეწყერის განმეორების რისკის გამო, სამართალდამცველებმა და სამაშველო ჯგუფებმა სადგომის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მიიღეს.

ადგილზე ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო და ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები