08 ოქტომბერი 2026,   23:14
ვრცლად
თუ ბრალდებული აღიარებს და მოინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ვიმსჯელებთ სამომავლო პოზიციაზე - ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი არჩილ ბერიანიძე

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. განცხადება სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა და მასში ელიზბარაშვილი "ტვ იმედის" თანამშრომლების მიმართ მუქარას აღიარებს. ამ დრომდე კი ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა და კატეგორიულად აცხადებდა რომ არ აღიარებდა იმ დანაშაულს რომელიც არ ჩაუდენია. დღეს კი ამბობს რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს. 

როგორც დაზარალებულების ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია რეალობა და ობიექტური გარემოებაა და თუ ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს, ისინი სამომავლო პოზიციაზე იმსჯელებენ.

"არც ერთ შემთხვევაში ამ პერიოდამდე, ამ დრომდე, არ გადადგმულა ბრალდებულის მხრიდან შემხვედრი გონივრული ნაბიჯები დაზარალებულების მიმართ, ჩვენ გვაქვს დღეს შემდგომი პოზიცია, თუ ბრალდებული აღიარებს და მოინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ჩვენ ვიმსჯელებთ ჩვენ სამომავლო პოზიციაზე, საბოლოო პოზიციის ფორმირების შემდგომ შესაბამისი წესით ვაცნობებთ საგამოძიებო ორგანოს, ბრალდების მხარეს, ბრალდებულსა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს და ასევე საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, დაზარალებულ პირებს რა ინფორმაციაც აქვთ მიწოდებული გამოძიებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა, ეს არის ობიექტური გარემოება, რომელიც განვითარდა მიმდინარე მოვლენების შესაბამისად", - აცხადებს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

 

დღის ამბები