09 ოქტომბერი 2026,   00:12
ვრცლად
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, აქ არის კონკრეტული სტანდარტები და მათ შორის, ქართველი ხალხის განწყობები - ხატია დეკანოიძე

მარტა კოსის განცხადებს ოპოზიციაშიც აფასებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ერთ დროს ევროინტეგრაციის მედროშე ქვეყანა ახლა კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფურცელზე ინარჩუნებს.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, აქ არის კონკრეტული სტანდარტები და მათ შორის, ქართველი ხალხის განწყობები. სამწუხაროა, რომ ჩვენ, ერთ დროს რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მედროშე ქვეყანა იყო, ახლა მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატის სტატუს ვინარჩუნებთ ფურცელზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და სურვილი გამოთქვა ისიც "იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა". კოსმა განსაკუთრებით შეაქო კიშინოვი. მაშინ, როცა საერთაშორისო კვლევებისა და ინდექსების მიხედვით საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე გაცილებით წინ არის. "ქართულ ოცნებაში" კონკრეტულ ფაქტებსა და მაჩვენებლებზე საუბრობენ.

დღის ამბები