06 ოქტომბერი 2026,   10:53
ვრცლად
ბოლნისში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების მორიგი ცერემონია გაიმართა

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების მორიგი ცერემონია გაიმართა ბოლნისში. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. პედაგოგები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, მასწავლებლების დაფასებისა და მათი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, განათლების მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში იმართება.

დღის ამბები