შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ვანი, წალკა, დმანისი და ახმეტა - მოსახლეობამ საკრებულოების 4 მაჟორიტარი წევრი აირჩია. ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა ნდობა "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა.
"არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა" - კენჭისყრის დღე შეჯამდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ 1 136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,06%-ს შეადგენს.
"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
* ოფიციალურ ვებგვერდ results.cec.gov.ge-ზე გამოქვეყნებული შედეგები (22:23 საათის მონაცემები)
დიაგრამებზე ლურჯად ასახულია "ქართული ოცნების", ხოლო ყვითლად "ლელოს" კანდიდატების მაჩვენებლები:



