წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. კანდიდატმა ხმა მე-14 უბანზე მისცა.
სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა დღეს საკრებულოს მაჟოროტარ დეპუტატს ირჩევს.
გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი, "ქართული ოცნებიდან" ნანული ხინიკაძე და "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ზაზა შანთაძე იბრძვიან.
საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.