03 ოქტომბერი 2026,   10:05
ვრცლად
"არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია" - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ვაჟა ხელაძემ არჩევანი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში, მე-17 უბანზე გააკეთა. 

მისი თქმით, საარჩევნო უბანი 08:00  გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

"არჩევნები კომფორტულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აქტივობა არის მაღალი.  გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი სოფლისთვის, გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები", - განაცხადა ვაჟა ხელაძემ.

სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ლელო - ძლიერი საქართველოს" კანდიდატები იბრძვიან. უბანზე რეგისტრირებულია 679 ამომრჩეველი.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

დღის ამბები